ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა დაათვალიერა

ბორჯომში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ზაალიშვილთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთაველის ქუჩაზე (N51, N51ა და N53) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას, ამავე ქუჩაზე სანაპიროს გამყოლი სკვერის და N1 საჯარო სკოლასთან სკვერის მოწყობის პროცესს გაეცნენ.

„რუსთაველის ქუჩაზე (N51, N51ა და N53) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება შენობების იერსახე. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აგურისა და ლითონის დეკორატიული დეტალებით მოპირკეთდება. ასევე გათვალისწინებულია აივნების ლითონის მოაჯირის მინის დეკორატიული მოაჯირით შეცვლა.

რაც შეეხება სანაპიროს გამყოლი სკვერის რეაბილიტაციას, პროექტის მიხედვით ტერიტორია კეთილმოეწყობა. განთავსდება გარეგანათება. მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ველობილიკი. ტერიტორიაზე განთავსდება საბაღე სკამები, საბავშვო ატრაქციონები და სასმელი წყლის ბიუვეტი. ტერიტორია გამწვანდება. ბულვარის სიგრძე 2076 მეტრი იქნება.

უახლოეს პერიოდში დასრულდება N1 საჯარო სკოლასთან სკვერის მოწყობის სამუშაოები. პროექტის მიხედვით მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებელი სივრცე, განთავსდება სკამები და დამონტაჟდება განათება.

ქალაქ ბორჯომში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს