ბათუმში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა

ბათუმში, შ. ინასარიძის ქუჩა N7-ში ,,მაგნიტი მაქსი’’ გაიხსნა. ახალი, მრავალფუნქციური სუპერმარკეტი აჭარაში არსებული სხვა ფილიალებისგან, როგორც ზომით, ისე პროდუქციის ასორტიმენტითა და მომსახურებით გამოირჩევა.

კომპანიისთვის ეს მაქსის ტიპის მეორე ფილიალია, სადაც 1000 კვ.მ-მდე განთავსებულ მრავალფუქნციურ სუპერმარკეტში „მაგნიტის“ წარმოების პურ-ფუნთუშეული, მზა კერძები და საკონდიტრო ნაწარმია წარმოდგენილი. აქვე მომხმარებელს ახლად გამომცხვარი ცხელი თონის პურის, ნედლი ხორცისა და თევზის შეძენა შეუძლია.

„მაგნიტი მაქსის“ სუპერმარკეტები განსხვავდება ყველა იმ ფილიალისგან, რაც „მაგნიტის“ ბრენდის ქვეშ ერთიანდება. აღნიშნული ფორმატის პირველი ფილიალი თბილისში გაიხნსა, რომელმაც მომხმარებლებში მოწონება დაიმსახურა. ის გამოირჩევა ზომით და ასორტიმენტით. ფილიალის კონცეფცია ბათუმის მოსახლეობისთვის საყიდლებზე სიარულის პროცესს სასიამოვნოს ხდის, მრავალფეროვანი ასორტიმენტი კი ყველა სასურველი პროდუქტის ერთ სივრცეში შეძენას ამარტივებს.

„სუპერმარკეტების ქსელმა „მაგნიტი“ მრავალფეროვანი და განსახვავებული ფორმატის სუპერმარკეტების „მაგნიტი მაქსის“ განვითარება 2021 წლიდან დაიწყო. აღნიშნულ ფილიალებში საშუალოდ 100 ადამიანი საქმდება, რაც იმას ნიშნავს რომ კომპანია კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ ქსელის აღნიშნული მიმართულებით გაფართოება შემდეგ წლებშიც იგიგმება. მიზანი უახლოეს 2-3 წელში მსგავსი ფორმატის 50-მდე მაღაზიის გახსნაა“ - აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ია ნადირაშვილი.

ფილიალს ტურისტულად დატვირთული ადგილმდებარეობა აქვს. სასურველი პროდუქტების სასიამოვნო გარემოში ხელსაყრელად შეძენა ქალაქის სტუმრების დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. „მაგნიტი მაქსის“ მომხმარებლები სხვადასხვა შეთავაზებებით და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, ყოველდღიური 20%-იანი აქციით სარგებლობენ.

(R)

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს