რომში “ინტელიექსპრესის” ახალი ფილიალი გაიხსნა

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესმა იტალიაში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა. ახალი ოფისი რომის ცენტრალურ ნაწილში, შემდეგ მისამართზე მდებარეობს: Via di S. Vito, 6, 00185 Roma RM, Italy.

ინტელიექსპრესი იტალიაში, პარტნიორთა ქსელის საშუალებით, 10 წელზე მეტია ოპერირებს და ქვეყნის მთელს ტერიტორიას ფარავს. მისი პირველი ფილიალი, ქალაქ ბარიში, 2014 წელს გაიხსნა. რომში ფილიალის გახსნაც ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად მოხდა. ფილიალი მომხმარებელს ჩვეულ მაღალი სტანდარტის სერვისს შესთავაზებს.

ინტელიექსპრესის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ განახორციელონ ფულადი გზავნილები მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში, გადაიხადონ კომუნალური მომსახურებები, ისარგებლონ საბანკო ჩარიცხვებით და სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტით.

ინტელიექსპრესი ერთადერთი საქართველოში დაარსებული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა, რომელიც მომხმარებლებს გზავნილების სერვისს როგორც საკუთარი ფილიალების მეშვეობით, ისე პარტნიორთა ქსელის დახმარებით სთავაზობს. ინტელიექსპრესს აქვს ფილიალები საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, იტალიაში, კვიპროსში და თურქეთში. იგი ლიცენზირებულია ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, ევროპისა და აზიის სხვადასხვა სახელმწიფოში და აქტიურად მუშაობს საქართველოში ევროპული სერვისების დანერგვის კუთხითაც.

ინტელიექსპრესი

(R)

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს