ხობის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ეზოები და ქუჩები დაიტბორა

ხობის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ხამისკურში, ხეთასა და პირველ მაისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დაიტბორა ეზოები, ქუჩები და სავარგულები. სპეციალური ტექნიკა მუშაობას დილიდანვე შეუდგა. იწმინდება სანიაღვრე არხები.

ამ დროისთვის ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება. ადგილზე იმყოფებიან მერის მოადგილეები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და ვითარებას ეცნობიან.

„ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. იმდენად ძლიერი წვიმა იყო, რომ სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა. ამ ეტაპზე არხები იწმინდება ნატანი მასისგან“, - განაცხადა ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი