უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუწდის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუწდის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივმა მკვიდრმა განუცხადა, უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა გზები და ჩავარდა ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ხიდი. შედეგად, ადგილობრივები ერთმანეთთან მიმოსვლას ვერ ახერხებენ.
მისივე ინფორმაციით, არ მიეწოდებათ ელექტროენერგიაც.

























