აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 44 784 პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 44 784 პირმა გაიკეთა.

აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ - 6524, „ასტრაზენეკათი“ - 6928, „სინოფარმით“ - 18 328 და „სინოვაკით“ -13 004 მოქალაქე აიცრა.

უწყების ცნობით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 378 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ აჭარაში კორონავირუსის გამო, კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 4 პაციენტი იმყოფება.

კოვიდკლინიკებში კი 537 პაციენტი მკურნალობს. კოვიდ სასტუმროში 572 და ონლაინ კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ 920 პირია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა