ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა. როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რიკ დემსთან რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ოკუპაციის პრობლემა, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქართული დელეგაციის მუშაობის საკითხებზე ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში. ჩვენ გვაქვს კარგი პრაქტიკა და ჩვენი სურვილია, დელეგაცია კიდევ უფრო აქტიური გახდეს. დელეგაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები დავიცვათ. ჩვენ ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებს შევეხეთ, მათ შორის საქართველოს პოტენციურ როლს და ამ მიმართულებით, პრეზიდენტისგან საინტერესო შეთავაზებები მოვისმინეთ. შევეხეთ ოკუპაციას, კონკრეტული საკითხები იყო განხილული და მსჯელობა გაგრძელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უშუალო დაკვირვების ქვეშ იყოს ის პროცესები, რაც წარიმართება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა საკითხებზე. ასევე ვისაუბრეთ შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე, რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება. საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ სრულდება შარლ მიშელის დოკუმენტი, როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები, როგორ არჩევნებს ველოდებით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციას წევრები დაემატება ოპოზიციიდან, ანუ, 10 წევრით იქნება ქართული დელეგაცია წარმოდგენილი და ამ თვალსაზრისით შეივსება. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები არის თვითმმართველობის, იმედია, ფართოდ იქნებიან დამკვირვებლები, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან წარმოდგენილი", - განაცხადა კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო