ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - დიახ, თუ თქვენ ატარებთ რეფორმებს, ყოველთვის საჭიროა ვენეციის კომისიის მოსაზრება

დიახ, თუ თქვენ ატარებთ რეფორმებს, ყოველთვის საჭიროა ვენეციის კომისიის მოსაზრება, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

„ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია. გვაქვს ასეთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენეციის კომისია ჰქვია. ეს არის ორგანო, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმისა და საარჩევნო სისტემის საკითხებში მსოფლიოს მაშტაბით მაღალი რეპუტაცია აქვს. დიახ, თუ თქვენ ატარებთ რეფორმებს, ყოველთვის საჭიროა ვენეციის კომისიის მოსაზრება, ვენეციის კომისია არ არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც გეუბნება, რა უნდა გააკეთო, ისინი საკუთარ მოსაზრებას გაწვდიან და ეს მოსაზრება შემდეგ უნდა გაითვალისწინონ, ან არ გაითვალისწინონ მთავრობაში ან პარლამენტში. ეს მოსაზრება არის როგორც საკვები ოპოზიციისთვის და უმრავლესობისთვის, რომ გამოიყენონ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

მესმის, რომ ზოგიერთი რეფორმის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. რა შემთხვევაშიც არ იყო გათვალისწინებული, ის რა თქმა უნდა, დებატებისთვის საკვებია პარლამენტისთვის და ასევე ჩვენთვისაც ასამბლეაში“, – განაცხადა რიკ დემსმა.

მისი თქმით საქართველოსა და რეფორმების საკითხი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგშია და ისინი ამ საკითხებს, მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში შეისწავლიან.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ