თამარ გაბუნია - ამ კვირაში დავაკვირდებით როგორი იქნება აქტივობა და შემდეგ ვიფიქრებთ სამედიცინო დაწესებულებების გარეთ კიდევ დამატებითი ცენტრების მოწყობაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაზე დარეგისტრირებულთა უდიდესი ნაწილი აცრაზე მივიდა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ჯავშნის შემდეგ ვაქცინის გაკეთების აქტივობა არის კარგი.

„​გაუქმებული ჯავშანი არის ერთეული, თავდაპირველად, მას შემდეგ, რაც 5 000 მოქალაქეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინც დარეგისტრირდა მოქალაქეების უდიდესი ნაწილი აცრაზე მოვიდა. ერთეული შემთხვევები იყო როცა ვინმე ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა და მას კიდევ დამატებით ხელახლა მოუწევს რეგისტრაციის გავლა, ასე რომ აქტივობა ჯავშნის შემდეგ ვაქცინის გაკეთების არის კარგი“, - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა იგეგმება და ამ კვირის ბოლოს ესეც დაემატება.

„ასევე იგეგმება საუნივერსიტეტო სივრცეში დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა და უკვე ამ კვირის ბოლომდე ესეც დაგვემატება. ცოცხალი რიგი შესაძლებელი იქნება მაშინვე, როგორც კი ჩვენ გვექნება დიდი სივრცე.

​ამცრელი პუნქტის მოწყობას სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაახლოებით 24 საათი სჭირდება. ამ კვირაში დავაკვირდებით როგორი იქნება აქტივობა და შემდეგ ვიფიქრებთ სამედიცინო დაწესებულებების გარეთ კიდევ დამატებითი ცენტრების მოწყობაზე, ასეთი ცენტრები დღეს ლილოსა და „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე წარმატებულად მუშაობს, ასე რომ როგორც კი გაიზრდება ამ ტიპის მოთხოვნა, მის მოწყობას დიდი დრო არ სჭირდება", - განაცხადა გაბუნიამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად