არჩილ ჩიქოვანი - არცერთი დაზარალებული არ დაგვრჩება ყურადღების მიღმა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის ხელმძღვანელობით მერიაში თათბირი გაიმართა.

როგორც ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ იმსჯელეს.

„დროის მცირე მონაკვეთში მოსულმა უხვმა ნალექმა ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გარკვეული პრობლემები შექმნა. ძირითად ეს იყო ის მონაკვეთები, სადაც სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია ჯერ არ არის დასრულებული. გარკვეულ ლოკაციებზე განვითრდა მეწყრული პროცესები. დაფიქსირდა რამდენიმე ხის წაქცევის შემთხვევა. მოქალაქეების მხრიდან ცხელ ხაზზე 150-ზე მეტი ზარი შემოვიდა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში იყო ჩართული სალიკვიდაციო სამუშაოებში. რაც შეეხება სხვა სახის ღონისძიებებს, მიმდინარეობს ზარალის აღწერა. სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. უკვე ხორციელდება ქვაფენილიანი ქუჩების აღდგენითი ღონისძიებები. დაზარალებული მოქალაქეების მდგომარეობას კომისია შეისწავლის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა და არცერთი დაზარალებული არ დაგვრჩება ყურადღების მიღმა,“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა