გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე

ახლა, როცა ნაყინი ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, რთულია, წარმოვიდგინოთ ის გზა, რომელიც თოვლისა და ყინულისგან დამზადებულმა დესერტმა „თოლიას“ სანაყინეებამდე გაიარა. ეს გზა გრძელი, მრავალფეროვანი და საინტერესოა. ამიტომ, სანამ მორიგ ნაყინს დააგემოვნებთ, გირჩევთ, ამ ჯადოსნურ დესერტზე უფრო მეტი გაიგოთ...

3 000 წლით ადრე

ჩვენამდე მოღწეულ ისტორიას თუ დავუჯერებთ, პირველი ნაყინი ჯერ კიდევ 3 000 წლის წინ, ჩინეთის ოჯახურ სუფრაზე გამოჩნდა. ის ყინულის, თოვლის, ბროწეულის, ფორთოხლისა და ლიმონის კომბინაციით იყო დამზადებული.

რაც შეეხება ევროპას, აქ ნაყინი პირველად მარკო პოლომ აღწერა. მანვე გაავრცელა რეცეპტი, რომელიც დროთა განმავლობაში, ქვეყნების მიხედვით შეიცვალა. მაგალითად, ავსტრიელებმა საყვარელ დესერტს შოკოლადი დაუმატეს, იტალიელებმა – ხილი, თხილი, ლიქიორი და ყვავილები! ამერიკელები და ფრანგები კი დღემდე ვერ შეთანხმდნენ, ვინ იყო პირველი, ვინც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ესკიმო დაამზადა.

სამაგიეროდ, ყველამ იცის, რომ „პლომბირი“, რომელიც ასე განსაკუთრებულად გვიყვარს, საფრანგეთის ქალაქ პლომბიერ-ლე-ბენში (Plombières-les-Bains) შეიქმნა. აქედან გაჩნდა მისი სახელწოდებაც. სხვა ნაყინებისგან განსხვავებით, „პლომბირი“ დაშაქრული რძისა და ნაღებისგან კეთდებოდა. რაც ყველაზე საინტერესოა, ჰიპოკრატე, თურმე, ყველა გარშემომყოფს ურჩევდა, ავადმყოფობისას ნაყინი ხშირად ეჭამათ. თუ მაინცდამაინც ყელის ტკივილს არ ებრძვით, ეს მეთოდი დღესაც ეფექტურია.

თოვლიანი დესერტიდან „თოლიამდე“

საქართველოში პირველი „თოლია“ 1997 წელს დამზადდა. ამ 24 წლის განმავლობაში, ასორტიმენტს 26 დასახელების ნაყინი შეემატა. წარმოსადგენად რთულია, მაგრამ საკმარისია, „თოლიას“ მაცივარში შეიხედოთ – არჩევანის გაკეთება აუცილებლად გაგიჭირდებათ.

რაც მთავარია, დღემდე არ შეცვლილა გემო, რომელიც თითოეული სახეობის ნაყინის ყველაზე მყარი, ნაცნობი და საყვარელი ნაწილია. სწორედ ამ ბაზაზე მზადდება ვანილის, შოკოლადის, ბანანის, მარწყვის, ფსტას, კრემბრულეს, კივის, მოცვის, ჟოლოს, საფერავისა და კარამელის ნაყინები, რომლებიც „თოლიას“ სანაყინეებში 10-ზე მეტი ტოპინგით არის ხელმისაწვდომი. ამ სანაყინეების პოვნა თბილისის 14, ბათუმის 5 და ქუთაისის სამ ლოკაციაზეა შესაძლებელი. „თოლიაში“ ახალი სანაყინეების გახსნასაც გეგმავენ, სადაც სტუმრებს – ნაყინთან, ცივ ყავასა და მილქშეიქთან ერთად – სპეციალურად „თოლიასთვის“ ჩამოსხმული ცხელი ყავითა და რჩეული ნამცხვრებით გაუმასპინძლდებიან.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ნაყინზე

ნაყინი ყველა ქვეყანაში ერთნაირად და თან განსხვავებულად უყვართ. აი, მაგალითად, ამერიკელები ყველაზე ბევრ ნაყინს ჭამენ. სტატისტიკის თანახმად, იქ ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ ნაყინის 48 „საოჯახო ყუთს“ მიირთმევს. სწორედ ამერიკაში, კერძოდ კი არიზონის შტატში შექმნეს ყველაზე უცნაური – ჰოთ-დოგის ნაყინი! ყველაზე დიდი, 3-მეტრიანი ნაყინიც კალიფორნიაში, 1985 წელს დამზადდა. ამერიკის გარდა, ნაყინის ჩემპიონებს შორის არიან ახალი ზელანდია, ავსტრალია, ფინეთი და შვედეთიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე ბევრი ნაყინი კვირა დღეს იყიდება. ყველაზე მოთხოვნადი კი ვანილის ნაყინია, რასაც კიდევ ერთ საინტერესო ფაქტამდე მივყავართ – იმ მცენარეების 80%, რომლისგანაც ყველაზე პოპულარულ, ვანილის ნაყინს ამზადებენ, მადაგასკარსა და ინდონეზიაში ხარობს.

დაბოლოს, ცნობილია, რომ ნაყინის შესახებ ინფორმაციის გაცნობა იწვევს მისი დაგემოვნების დაუოკებელ სურვილს. ამიტომ, ახლა ზუსტად ის დროა, როცა „თოლია“ უნდა მიირთვათ. გარდა იმისა, რომ ყოველთვის გემრიელია, „თოლიას“ ნაყინს აქვს კიდევ ერთი ჯადოსნური ძალა – აგავსოთ ენდორფინებით, დადებითი განწყობით, ყოვლისშემძლე ენერგიითა და ბავშვური სილაღით, რომელიც ყველას სახეზე „თოლიას ღიმილს“ აბრუნებს.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა