რიკ დემსი - საქართველო მყარად მიჰყვება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზას

საქართველო მყარად მიჰყვება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

იუსტიციის სამინისტოს ინფორმაციით, რიკ დემსმა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ პროცესის დასაჩქარებლად საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს.

რიკ დემსსა და რატი ბრეგაძეს შორის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. გარდა ევროინტეგრაციის პერსპექტივისა მხარეებმა მოსაზრებები ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებზე გაცვალეს, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია.

რატი ბრეგაძემ რიკ დემსს იუსტიციის სამინისტროს სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტებიც გააცნო. მათ შორის, საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირის აქტიური ჩართულობით გეგმავს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმები პოზიტიურად შეაფასა. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს იუსტიციის სამინისტროში, „სოხუმი“ უმასპინძლა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში