ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა

ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორს, მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორს, მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მიღება მიულოცეს.

მერმა და დეპუტატმა მზია დანელიას სიგელი და სამკერდე ნიშანი, წარწერით „დამსახურებული მასწავლებელი“ გადასცეს. შეხვედრას ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძეც ესწრებოდა.

მზია დანელიას დამსახურებული მასწავლებლის წოდება „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით“ მიენიჭა.

„ჩვენი მუნიციპალიტეტის გამორჩეულ პედაგოგს, N3 საჯარო სკოლის დირექტორს, მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. 42-წლიანი პედაგოგიური სტაჟის განმავლობაში, მან არაერთი თაობა აღზარდა, მე-3 სკოლის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და ახალი თაობის მასწავლებლებისთვის მისაბაძ პედაგოგად იქცა. ვულოცავ მზია მასწავლებელს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მიღებას და მას პროფესიულ საქმიანობაში კვლავ არაერთ წარმატებას ვუსურვებ. თითოეული ბოლნისელი ამაყობს მზია მასწავლებლითა და ყველა იმ პედაგოგით, რომლებიც მომავალი თაობის აღზრდაში ძალისხმევას არ იშურებენ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს