დავით ნოზაძე USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ წარმომადგენლებს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში პროგრამის წარმომადგენლებმა მხარის პირველ პირსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს გააცნეს ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“. ამასთან, განიხილეს პროგრამის მიზანი, კომპონენტები, მიდგომა და მოსალოდნელი შედეგები.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტებში საზოგადოებას მიეცემა საშუალება მიიღოს კერძო სექტორის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განათლება, რომელიც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას, რაც რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ჩვენს რეგიონში დასაქმებული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე და შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

ამასთან, შეხვედრაზე USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ წარმომადგენლებმა საბა სარიშვილმა, ნელი რევაზიშვილმა და ირინა წეროძემ აღნიშნეს, რომ პროგრამა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დაეხმარება დასაქმების მაძიებლებს განივითარონ ზრდად ეკონომიკის სექტორებში დასაქმებისათვის საჭირო უნარები და შესაძლებლობები. პროგრამის სამიზნე ჯგუფები კი მოიცავს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ქალებს, ახალგაზრდებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

საინფორმაციო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ლალი ბუწანკალური და ამავე სამსახურის სპეციალისტი ბექა ბადურაშვილი.

შეხვედრის მონაწილე მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა