ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. შესაბამისი განცხადება მელიამ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიასთან ერთად მთლიანად ერთვება საარჩევნო პროცესში, „რათა ოქტომბრის რეფერენდუმზე „ქართული ოცნების“ დამარცხება გაფორმდეს".

რაც შეეხება პარლამენტში შესულ პარტიის სხვა წევრებს, მელიას განცხადებით, მან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მიმართა, საკანონმდებლო ორგანოში დარჩნენ, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე მიიყვანონ.

„ის თავყრილობა, რაც პარლამენტში იმართება, დაცლილია ლეგიტიმაციისგან. მე პირადად, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში, ვტოვებ იქაურობას ანუ ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან-ბოლომდე თხემით- ტერფამდე გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად. ამავე დროს, ჩემი უმორჩილესი თხოვნით, პრინციპული პოზიციით, დამოკიდებულებით, გუნდის შიგნით, ვთხოვე ჩემს მეგობრებს, რომ ისინი ამ ეტაპზე ფორმალურად, ტექნიკურად დარჩნენ პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები „ქართულ ოცნებას“ ბოლომდე მივაყვანინოთ. თუკი ამაზეც ხელი აიღეს, საერთაშორისო საზოგადოება კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახავს, რა სივერაგესთან აქვთ საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ, რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ, ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი. მე, ნიკა მელია, ვტოვებ პარლამენტს, საპარლამენტო მანდატს და ჩემივე პრინციპული თხოვნით ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები რჩებიან პარლამენტში,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო