ჟიგიმანტას პავილიონისი - ახლა ვახდენთ პოლიტიკის იმგვარად ფორმულირებას, რომელიც იქნება სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დახმარება უპირობო არაა - დასავლეთში თუ აძლევ სიტყვას, რომ გაატარებ რეფორმებს, უნდა გაატარო

ჩვენ ახლა ვახდენთ ჩვენი პოლიტიკის იმგვარად ფორმულირებას, რომელიც იქნება სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენი დახმარება არ არის უპირობო, - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა ევროდეპუტატთან ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, არის უკვე საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის დახმარება საქართველოს მიმართ იყოს კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებული, როგორიც არის რეფორმების განხორციელება.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ ჩემთვის შეშფოთების საგანი, ეს არის შეშფოთების საგანი ევროპისა და ტრანსატლანტიკური სივრცისთვის. ჩვენ გვქონდა შეთანხმება ხელმოწერილი ბევრი პარტიის მიერ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ, რაც არის ერთგვარი საგზაო რუკა საქართველოსთვის, რომ მოხდეს ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაცებში ინტეგრაციისკენ წინსვლა.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს შეთანხმება შესრულდება პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარის მიერ. არის გარკვეული საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ გავხადოთ საქართველოს მიმართ ჩვენი დახმარება პირობითობაზე დამყარებული, რომელიც დაეფუძნება რეფორმების შესრულებას, მაგალითად თუ საქართველო არ ატარებს დაპირებულ რეფორმებს სასამართლო სისტემის მიმართულებით, რატომ უნდა დავაფინანსოთ ჩვენ ეს რეფორმები. ასე რომ, ჩვენ ახლა ვახდენთ ჩვენი პოლიტიკის იმგვარად ფორმულირებას, რომელიც იქნება სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენი დახმარება არ არის უპირობო. დასავლეთში თუ შენ ართმევ ხელს და იძლევი სიტყვას, რომ გაატარებ რეფორმებს, შენ უნდა გაატარო ეს რეფორმები და შემდეგ პარტნიორები გენდობიან. იმ შემთხვევაში თუ პარტნიორები არ გენდობიან, როგორ უნდა წავწიოთ წინ საქართველოს მისწრაფებები. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ამ რეფომების ჩემპიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო უნდა იყოს თანმიმდევრული მისი დაპირებების შესრულებაში,“- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა