ეკა გიგაური - „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ქვეყნის რეფორმების გზით განვითარებაზე და ევროპულ გზაზე

თუ ისინი ისედაც აპირებენ რეფორმების განხორციელებას, მაშინ რატომ გადიან ამ ხელშეკრულებიდან - მათი გასვლა უკავშირდება იმას, რომ მათ არ შეასრულონ ამ დოკუმენტში მოცემული რეფორმები, ან შეასრულონ ნაწილობრივ - „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ქვეყნის რეფორმების გზით განვითარებაზე და ქვეყნის ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება და მმართველი გუნდის განცხადება, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირებას გააგრძელებს.

მისი თქმით, შარლ მიშელის ხელშეკრულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების ნაწილი იყო.

„ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებები და არგუმენტები გვესმის ახლა „ქართული ოცნების“ მხრიდან. თუ ისინი რეფორმების განხორციელებას ისედაც აპირებენ, მაშინ რატომ გადიან ამ ხელშეკრულებიდან. მათი გასვლა ზუსტად იმას უკავშირდება, რომ მათ ამ დოკუმენტში მოცემული რეფორმები არ შეასრულონ, ან შეასრულონ ნაწილობრივ და რას შეასრულებენ და რას არა დამოკიდებული იყოს მათზე. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი კრიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, აქ კანონმდებლობაში ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილებები იყო, თუმცა ასევე იყო პრობლემები და რეალურად ეს პრობლემები და ეს ხვრელები საბოლოოდ მათ გამოიყენეს იმისთვის, რომ ახლა, ისე აირჩევენ ცესკოს თავმჯდომარეს, ამაში ჩართული არ იქნება სხვა ჯგუფები და მათ შორის, არც ოპოზიცია - რაც იყო შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების სულისკვეთება, რომ ამ პროცესში ჩართული ყოფილიყო ოპოზიცია.

ეს რეფორმები საჭირო არის იმისთვის, რომ მშვიდობიანად დემოკრატიული რეფორმების გზით განვითარებულიყო ქვეყანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო იმიტომ, რომ ვადამდელი არჩევნებიც, რომ ჩატარებულიყო საარჩევნო რეფორმის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რომ ნორმალური და დემოკრატიული არჩევნები ჩაგვეტარებინა და ამიტომ, იყო მნიშვნელოვანი, რომ მანამდე კონკრეტული რეფორმა მიგვეღო. არ ვიცი, პოლიტიკოსების მხრიდან, რა ნდობა შეიძლება ჰქონდეს პარტიას, რომელიც შეთანხმებას არღვევს, ამიტომ პოლიტიკურად ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. ჩვენთვის არასამთავრობო სექტორისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული რეფორმების ნაწილი. ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს და რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ამ ყველაფერზე და რა თქმა უნდა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ „ უარი თქვა ქვეყნის რეფორმების გზით განვითარებაზე და ქვეყნის ევროპულ გზაზე“, - განაცხადა გიგაურმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა