ექსპერტები ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, პოლიტიკურ მხარეებს  საზოგადოებრივი ჩართულობის საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავენ

ჩვენ, ქართული ანალიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო ლიდერები და აქტივისტები, უკიდურესად შეშფოთებული და იმედგაცრუებული ვართ “ქართული ოცნების” 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლით, რომელიც ქართული საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან სამართლიანად აღიქმებოდა საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანის ერთადერთ რეალურ გზად, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ანალიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ამ შეთანხმების პირობების დაცვა ყველა ხელმომწერი მხარის ვალდებულება და პოლიტიკური სიმწიფის გამოვლინებაა, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა კი მმართველი გუნდის უშუალო პასუხისმგებლობა.

„ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი სერიოზულად ამწვავებს ისედაც უკიდურეს პოლარიზაციამდე მისულ პოლიტიკურ ვითარებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობას, დემოკრატიას, ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივას და მის საერთაშორისო რეპუტაციას.

ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს დასავლელ პარტნიორებს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი კვლავაც აქტიურ როლს შეასრულებენ იმისთვის, რომ არ მისცენ საშუალება “ქართულ ოცნებას” უარი თქვას შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე. ამავდროულად, ვაცნობიერებთ რა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის დაცვა უპირველესად ჩვენი - საქართველოს მოქალაქეების - ვალდებულებაა, შექმნილ ურთულეს შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენი აზრით, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ჯგუფებმა.

რადგანაც დღეს სასწორზე დევს ქვეყნის მომავალი, რაც ბევრად მეტია, ვიდრე რომელიმე დიდი თუ მცირე ზომის პოლიტიკური პარტიის ინდივიდუალური თუ საერთო ინტერესი, გამოვდივართ ინიციატივით შეიქმნას საზოგადოების ჩართულობის საბჭო როგორც თბილისის, ასევე რეგიონალური სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიის, აკადემიური თუ ბიზნეს წრეების ჩართულობით. საზოგადოებრივი საბჭო, საერთაშორისო მედიატორების მხარდამხარ, ხელს შეუწყობს კრიზისის დაძლევის კონკრეტული მექანიზმების მოძიებას, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნების გზით.

ამ ან მსგავსი საზოგადოებრივი მექანიზმის შექმნის მიზნით გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან”, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები არიან:

„საქართველოს სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების საბჭო“

„ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“

„ევროპა ჩვენი სახლია“

ნოდარ ხარშილაძე

ხათუნა ლაგაზიძე

გიორგი რუხაძე

ლელა ჯეჯელავა

გია ჯაფარიძე

დათა კიზირია

გოჩა მირცხულავა

თორნიკე ბარათაშვილი

მალხაზ ნაკაშიძე

გიორგი მელაშვილი

გიორგი პაპელიშვილი

რუსლან ბარამიძე

ნინო ინაიშვილი

არინა თავაქარაშვილი

ირმა გორდელაძე

ნანა გოგოხია

შალვა ჩხეიძე

აზა გაბუნია

ნიკა რომანაძე

თათა კაჭკაჭიშვილი

ლადო დანელია

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება