2008 წლის შედეგად დაზარალებულ სოფელ ზარდიაანთკარში მოსახლეობის დაბრუნების მიზნით, სოფლის რეაბილიტაცია იწყება

გორში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის რიგით 22-ე სხდომა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა გახსნეს. სხდომას ასევე ესწრებოდნენ კომისიის წევრი სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები და მუნიციპალიტეტების მერები.

უწყების ცნობით, კომისიამ განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში მოსახლეობის დაბრუნების მიზნით, 2008 წელს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული საჭიროებების განხილვასთან ერთად, კომისიამ მოისმინა ინფორმაცია სოფლებში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

კერძოდ, 2020-2021 წლებში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა 21 გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელს, რაც ნიშნავს, რომ დამატებით 1997 ადამიანი სარგებლობს მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით და აქვს საშუალება ისარგებლოს მთაში მაცხოვრებლებისათვის დაგენილი ყველა სოციალური თუ ეკონომიკური სარგებლით. მათ შორისაა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ოძისი და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ფრეზეთი, რომლებსაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კომისიამ რამდენიმე დღის წინ მიანიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. სოფელ ოძისში მცხოვრები 500-ზე მეტი და სოფელ ფრეზეთში მცხოვრები 700-ზე მეტი მოსახლე მთის კანონით დადგენილი შეღავათებით 2022 წლიდან ისარგებლებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, 2020 წელს 71 მლნ ლარზე მეტის 182 პროექტი მიმდინარეობდა. საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტები დაფინანსდა როგორც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ისე სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან.

სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2 მილიონი ლარზე მეტი მოხმარდა სოფლების სკოლის რეაბილიტაციის 30 პროექტს; დასრულდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს სკოლების პროექტირება-მშენებლობა; დაიწყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლის მშენებლობა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჭუბერის თემში და სოფელ სგურიშში სკოლების პროექტირება-მშენებლობა.

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2020 წელს დაიწყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის და სოფელი მეჯვრისხევის საბავშვო ბაღების მშენებლობა.

კასპის მუნიციპალიტეტში დასრულდა ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ხაშურში ახალი კოლეჯის განვითარების მიზნით, რაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირებისათვის პროფესიული განათლების მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წელს სულ 4 834 500 ლარით დაფინანსდა 2 408 სტუდენტი (2 107 ბაკალავრი, 301 მაგისტრი).

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა საავადმყოფომ (120 საწოლზე). სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალაბასთუმანსა და ხურჩაში აშენდა და აღიჭურვა ახალი სასოფლო ამბულატორიები.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დამტკიცებულია ბაღების დაფინანსების 31 განაცხადი (საერთო ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 1 706 764 ლარი); კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 45 ბენეფიციარი, ინვესტიციის ჯამური მოცულობით 674 818 ლარი. ასევე, დამტკიცა ერთი სანერგე მეურნეობის განაცხადი, საერთო ინვესტიციით 445 770 ლარი; 28 648 ლარით დაფინანსდა 9.83 ჰა-ს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის განაცხადი.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარედ გაცემულია 1 358 პოლისი, დაზღვეულია 773 ბენეფიციარის 821.02 ჰა მიწის ფართობი და 13 044 954 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა.

2020-2021 წლების ზამთრის პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 13 975 ოჯახის გათბობით უზრუნველყოფას საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოხმარდა 2 795 000 ლარი.

2020 წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ძალისხმევით, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, კოვიდ-19 პანდემიის შედეგების შემსუბუქების მიზნით, გამყოფი ხაზის ყველა სოფელში მოსახლეობას გაეწია ჰუმანიტარული დახმარება. კერძოდ, ჰიგიენური საშუალებებისა და საკვები პროდუქტების კალათები გადაეცა 3053 ოჯახს, მათ შორის შშმ პირებს და მრავალშვილიან ოჯახებს, ობოლ ბავშვებსა და მარტოხელა მოხუცებს.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია 2013 წლის 4 ოქტომბერს შეიქმნა. გამყოფი ხაზის მიმდებარეს სტატუსი მინიჭებული აქვს აქვს 116 სოფელს, საიდანაც 80 მაღალმთიანი დასახლებაა, ხოლო სულ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის რაოდენობა (2014 წლის საყოველთაო აღწერით) შადგენს 46 352 ადამიანს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს