კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო

საერთაშორისო სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია "იორკ თაუერსმა" ახალი მასშტაბური კამპანია "გარემო, რომელიც შენია" წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში ,,იორკ თაუერსმა’’ მწერალ დავით ტურაშვილთან ერთად წარმატებული ფოტოპროექტი განახორციელა, ფოტოპროექტის ნახვა უკვე შეგიძლიათ როგორც თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებულ გარე ბილბორდებზე, ასევე სოციალურ ქსელებში. კამპანია ,,გარემო, რომელიც შენია’’ იორკ თაუერსის რებრენდინგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

შეგახსენებთ, რომ 5-წლიანი საქმიანობის შემდეგ, „იორკ თაუერსი“ განვითარების ახალ საფეხურზე გადადის, რაც რებრენდინგითაც გამოიხატა. სრულად განახლდა კომპანიის ლოგო, შეიცვალა ბრენდის სტილი და საკომუნიკაციო ენა. გარდა ტაბახმელასა და ლისზე მიმდინარე მასშტაბური მშენებლობებისა, დაემატა 1 ახალი პროექტი ლისზე და 2 პროექტი ახლა უკვე ბათუმშიც.

როგორც იორკ თაუერსის ბრენდ-მენეჯერი მიხეილ კოპლატაძე აცხადებს, კომპანია ძალიან სწრაფად მიიწევს წინ, დღითი დღე იზრდება და კიდევ უამრავ საინტერესო პროექტს გეგმავს. ამ ყველაფერთან ერთად უცვლელი რჩება იორკ თაუერსის“ მთავარი მისია - შექმნას თითოეული მომხმარებლისთვის კომფორტული, უნიკალური გარემო, თანამედროვე ცხოვრების სტილსა და მოთხოვნებზე მორგებული სახლები – როგორც მშვიდი, ჯანსაღი და ჰარმონიული ცხოვრების სიმბოლო.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა