GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში

2021 წლის 15 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საერთაშორისო კომპანიის Baugeologisches Büro Bauer GmbH” (ბაუგეოლოგიშე ბიურო ბაუერ) ექსპერტებმა - დოქტორ პეტერ ნოიმანმა და ბატონმა კლაუს კელინგმა, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში (ქედა, ზუგდიდი, ხონი, ცაგერი, ონი, მცხეთა, თბილისი, გორი, საგარეჯო და თეთრიწყარო) გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეული მეწყერსაშიში ზონები შეისწავლეს. დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს გეოლოგიური საფრთხეებით დაძაბული ზონების შეფასებასა და საჭირო ხელსაწყოების შერჩევას, რომელთა მეშვეობით გარემოს ეროვნული სააგენტო 10 მეწყრულ უბანზე უფრო სრულყოფილ მონიტორინგს განახორციელებს. პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოში ერთ-ერთი პირველი თანამედროვე ინსტრუმენტული მონიტორინგული სისტემების დანერგვას.

„მიმდინარე პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შერჩეულ 10 მეწყრულ სხეულზე, თითოეული მათგანის ტიპის, მოძრაობის მექანიზმის და სხვა სპეციფიკის გათვალისწინებით, შევარჩიოთ ის ოპტიმალური ინსტრუმენტული აღჭურვილობა, რომელიც შემდგომში დაგვეხმარება ამ მეწყერსაშიშ ზონებზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელებაში. აღნიშნული შესაძლებლობას მოგვცემს უფრო მეტად მომზადებული დავხვდეთ მეწყრული ზონებიდან მოსალოდნელ საფრთხეებს და თავიდან ავირიდოთ მნიშვნელოვანი ზიანი“ - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ოთარ ქურციკიძე.

პროექტი ხორციელდება GIZ-ის მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) - ფარგლებში. GIZ 1992 წლიდან საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეხმარება. GGLD ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებასა და რეგიონულ განვითარებას.

გერმანიასა და საქართველოს შორის განვითარების თანამშრომლობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

BMZ: https://www.bmz.de/en/countries_regions/Central-Eastern-and-South-Eastern-Europe/georgien/index.html

GIZ: https://www.giz.de/en/worldwide/359.html

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა