რომან გოცირიძე - ეს არ არის კაფე, რომ ვიღაცა შევიდეს და გამოვიდეს - რატომ არ იღებს ხმას შეთანხმების ცერემონიალური გამფორმებელი პრეზიდენტი, რომელიც დიდის ამბით ქულებს იწერდა

ეს არ არის ისეთი შეთანხმება, სადაც ვიღაცას შეუძლია შევიდეს და გამოვიდეს, კაფე არ არის ეს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი, რაც ამ დღეებში ხდება არის ძალაუფლების უზურპაციის გაგრძელების მცდელობა და მისი ბერკეტების შექმნა.

„გადაწყვეტილებას ხელისუფლების შეცვლის შესახებ იღებს ამომრჩეველი და ამომრჩეველმა ყველაფერი დაინახა. საზოგადოებრივი გამოკითხვა და უამრავი რამ აქვთ შესწავლილი. აქვთ შიშები, რომ 43% გადალახონ, გამორიცხულია. მით უმეტეს, რომ ყოველთვის აგებდნენ დიდ ქალაქებში. თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში „ქართული ოცნების“ ატანა არ აქვს ხალხს. როდესაც 70 პროცენტს ოპოზიცია იღებს, თუნდაც 60-ს, ამ შემთხვევაში, ეს შეთანხმებაც რომ არ იყოს, ეს ნიშნავს, რომ ხალხი გეუბნება, წადი, მორჩა თქვენი ბოგინი, მორჩა ივანიშვილის ერთმმართველობა. პოლიტიკური ვერდიქტი იქნება ხალხის გადაწყვეტილება თბილისის არჩევნებზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიცია დასავლელი პარტნიორებისგან „უფრო ხმამაღალ განცხადებას“ ელოდება, თუმცა 19 აპრილის შეთანხმება პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა, რის გამოც პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილსაც ეკისრება და ისიც ვალდებულია, შეთანხმების დარღვევის გამო „ხმა ამოიღოს“.

„ველოდით უფრო ხმამაღალ განცხადებას, მაგრამ ნურც ის გვავიწყდება, რომ პასუხისმგებელი, თანაშუამავალი და ცერემონიალური გამფორმებელი არის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დიდის ამბით ქულებს იწერდა და ამაყობდა, რომ ეს შეთანხმება მის დარბაზში შედგა. რატომ არ იღებს ხმას? იმიტომ, რომ რისი ამომღებია, როდესაც დავალება პირდაპირ ივანიშვილმა მისცა და ივანიშვილის ქმედებაა ეს. „ქართულ ოცნებას“, რომ ვამბობთ, ამით პატივს ვცემთ იმ პაიკებს, რომლებიც ამას ახმოვანებენ. ამათ ვინ რას ეკითხება.

ხშირად ჰგონიათ, რომ როცა ვახსენებთ სანქციებს, ეს სანქციები არის ყურით მოთრეული თემა. ასევე ეგონათ უკრაინის ოლიგარქებს, სად არის პლახატნიუკი?- სადღაც არაბეთში იმალება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს