მამუკა წოწერია - ამჯერადაც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით უკეთეს ზუგდიდს

დღეს უკვე ოფიციალურად, „ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის მერობის კანდიდატად დამასახელა. ეს არის ჩემთვის უდიდესი პატივი, ნდობა და შესაძლებლობა, მაქსიმალურად დავიხარჯო. თქვენთან, ჩემს ზუგდიდელებთან ერთად გავიმარჯვო და ერთად ვაკეთოთ მეტი ამ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნისთვის, მეტი ინვესტიციის მოზიდვისა და განხორციელებისთვის, კიდევ უფრო მეტი ტურისტის მასპინძლობისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ განაცხადა.

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ „ქართულ ოცნებას" ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ზუგდიდი არის გვერდში დგომის, მეგობრობის და სიყვარულის კრებითი სახელი, მთელი ჩემი ცხოვრება აქ გავატარე, მქონდა არაერთი შესაძლებლობა სხვაგან წავსულიყავი, თუმცა ის სიყვარული რაც აქ არის - მხოლოდ ზუგდიდს შეუძლია.

სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლოა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას" ნდობისთვის, მადლობა ზუგდიდელებს იმ სიყვარულისთვის და თანადგომისთვის, რასაც თქვენგან ამ გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ ვიღებ. მაქვს თქვენი იმედი და დარწმუნებული ვარ, ერთობით გავიმარჯვებთ. ზუგდიდს სჭირდება მეტი განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა, რაც დღევანდელი რეალობით მხოლოდ „ქართულ ოცნებას" შეუძლია.

ჩვენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გადავჭერით, განვახორციელეთ ისტორიული მნიშვნელობის პროექტები: მოვახდინეთ ზუგდიდის წყლის, წყალარინების, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ბოტანიკურ ბაღს დავუბრუნეთ ძველი დიდება და გავხადეთ ქალაქის სავიზიტო ბარათი, ფონდი „ქართუს" დახმარებით ვაშენებთ თეატრს, ყოფილი პრეზიდენტის სასახლე გადავეცით ახალგაზრდებს და იქ მოეწყო ტექნოპარკი, ავაშენეთ სკოლები, ბაღები, ამბულატორიები, რუხში გავხსენით რეგიონში ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც დღეს კოვიდთან ბრძოლის უმთავრესი ცენტრია, ზუგდიდშივე გავხსენით C ჰეპატიტის მართვის ცენტრი, მოვაგვარეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, ჩვენს დევნილ მოქალაქეებს გადავეცით და ვუშენებთ ბინებს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს ვუშენებთ ახალ სახლებს და უკვე ასეთი 120-მდე სახლი გადავეცით. დავაგეთ გზები ქალაქში , ყველა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა კეთილმოწყობილია, მოვახდინეთ სოფლების გაზიფიცირება, რჩება მხოლოდ 4 სოფელი, რომელსაც მომავალ წელს დავასრულებთ. ჩვენთვის უმთავრესი მოქალაქეა, ამიტომაც ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტულია, ვისაუბროთ მხოლოდ ციფრებით - სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით გავზარდეთ 543%-ით, თუ 2012 წელს ეს ბიუჯეტი 646 ათასი იყო, დღეს 3,5 მილიონი ლარია, რაც მაშინდელ მონაცემებზე 2,8 მილიონი ლარით მეტია.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რაც ამ მუნიციპალიტეტში განვახორციელეთ, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს უამრავი გამოწვევა, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებით უნდა მოვაგვაროთ. ამ პრობლემების შესახებ უშუალოდ მოსახლეობისგან ვიცით და გეგმის მიხედვით მოვახდენთ სოფლის შიდა გზების რეაბილიტაციას, სოფლებში წყალმომარაგების პრობლემების გადაჭრას, დარჩენილი სკოლების და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობას.

ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ანაკლიის პორტი, ჩვენი მუნიციპალიტეტის და რეგიონის განვითარების უმთავრესი პროექტი, რომელიც ინვესტორის უპასუხისმგებლობის გამო დროში გაგვეწელა, თუმცა ეს პროცესი ცენტრალური ხელისუფლების უშუალო ჩართულობით მალე გადაწყდება.

ჩვენ მხოლოდ ერთად შევძლებთ ამ მუნიციპალიტეტის სტაბილურ განვითარებას, ადამიანებს ვისაც შურისძიებისთვის, არევისთვის, ძველი გავლენების დაბრუნებისთვის, უსაზღვრო განუკითხაობისთვის სურთ დაბრუნება მათი ადგილი ზუგდიდში არ არის და მარცხისთვის არიან განწირულები.

თქვენი თანადგომით ამჯერადაც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით უკეთეს ზუგდიდს!", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა