თორნიკე რიჟვაძე - გვექნება აქტიური წინასაარჩევნო კამპანია და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება პირველივე ტურში

გვექნება აქტიური წინასაარჩევნო კამპანია და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება პირველივე ტურში, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ,,ქართული ოცნების" მიერ აჭარაში დასახელებულ მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, თითოეული მათგანის დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ" დაასახელა მერობის ძალიან ღირსეული კანდიდატები. დარწმუნებული ვართ, რომ პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატები მიაღწევენ დამაჯერებელ გამარჯვებას. პირველი, აღვნიშნავ, რომ ჩვენი გუნდი არის იმაზე ერთიანი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი რეგიონის მოქმედ მერებს გაწეული სამსახურისთვის. ისინი გააგრძელებენ ხალხისთვის სამსახურს გუნდში. ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, საჭიროებს ახლებურ მიდგომებს, ახალ სახეებს, ახალ შემართებას, ახალ ენერგიას.

გამჭვირვალე გუნდური პროცესის შედეგია ის, რომ შევარჩიეთ ძალიან ღირსეული და ძლიერი მერები. ჩვენ შევინარჩუნებთ გუნდურობას, გუნდის დინამიკას და ეს ახალი სახეები, რომლებიც მუნიციპალიტეტს ძალიან კარგად იცნობენ, ეფექტიანად და კეთილსინდისიერად შეძლებენ ამ პრობლემების გადაჭრას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რაც შეეხება ბათუმის მერობის კანდიდატს, როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, არჩილ ჩიქოვანი არის კვალიფიციური, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, ბათუმის, რეგიონისა და გუნდისთვის ერთგული ადამიანი.

,,დარწმუნებული ვარ ბათუმელებთან ერთად, მათ შორის დედაქალაქთან ერთად ჩვენ პირველივე ტურებში შევძლებთ გამარჯვებას. აჭარას, ბათუმს, არასდროს უღალატია არც პირადად ჩემთვის, არც ჩვენი გუნდისთვის. გვექნება ძალიან აქტიური წინასაარჩევნო კამპანია და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ყველგან", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს