ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში პირველადი ვაქცინაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 100-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში არსებულ ცენტრალურ სამედიცინო კლინიკებში „სინოფარმითა“ და ,,სინოვაკით“ პირველადი ვაქცინაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ასამდე თანამშრომელს ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საყოველთაო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის საქართველოს მასშტაბით, შემოსავლების სამსახურის 600-მდე პირს (სურვილის მიხედვით თანამშრომელთა ოჯახის წევრებს) ჩაუტარდა.

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი პროცესია, როგორც მოქალაქეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებისთვის.

საყოველთაო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის საქართველოს მასშტაბით, შემოსავლების სამსახურის 600-მდე პირს (სურვილის მიხედვით თანამშრომელთა ოჯახის წევრებს) ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ პირველადი ვაქცინაცია, ასევე ჩაუტარდათ ფინანსთა სამინისტროს სისტემის - ცენტრალური აპარატის, საგამოძიებო სამსახურის, სახაზინო სამსახურის, სსიპ საფინანსო - ანალიტიკური სამსახურის, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს.

აღნიშნული პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს