აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 53 460 პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 53 460 პირმა გაიკეთა.
აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ - 11 041, „ასტრაზენეკათი“ - 7447, „სინოფარმით“ - 21 696 და „სინოვაკით“ -14 176 მოქალაქე აიცრა.
უწყების ცნობით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარაში კორონავირუსის გამო, კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 4 პაციენტი იმყოფება. კოვიდკლინიკებში კი 573 პაციენტი მკურნალობს. კოვიდ სასტუმროში 730 და ონლაინ კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ 1542 პირია.

























