ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმეზე მისი კოლეგებისა და მეგობრების გამოიკითხვები მიმდინარეობს.

როგორც პედაგოგმა ელენე ჩინჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლები ინტერესდებიან, ჰყავდა თუ არა მას მტრები, მოიხმარდა თუ არა ნარკოტიკს და თამაშობდა თუ არა აზარტულ თამაშებს.

„დამისვეს ჩვეულებრივი კითხვები, რამდენი ხანია ვიცნობ, რამდენი ხანია ჩამოსულია საქართველოში, როგორი ურთიერთობა გვქონდა, თუ ვიცი მის პირადი ცხოვრების შესახებ რაიმე. თუ იყენებდა ნარკოტიკებს, თუ თამაშობდა. დაახლოებით ასეთი კითხვები დამისვეს, რაზეც რა თქმა უნდა, გავეცი პასუხი, რომ ასეთი დეტალები არ ვიცი. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ძალიან თბილი, კონტაქტური, წესიერი და ძალიან კარგი პედაგოგი. მგონია, მიყვებიან ასეთ ვერსიას და თვითონაც დარწმუნებულები არიან, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა. ფიქრობენ, რომ ვიღაც ავადმყოფი, მანიაკი იყო“, - განაცხადა ელენე ჩინჩალაძემ.

ცნობისთვის, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, აქტიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს