„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა და ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

2021 წლის 25 ივლისს საქართველოს სტატისტიკის სამსახურის (საქსტატი) დაარსებიდან 102 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქსტატმა ის კომპანიები გამოავლინა, რომლებიც მასთან წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობენ და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში.

„მოხარულები ვართ, რომ „PSP ფარმამ“, როგორც საქსტატის ერთ-ერთმა საუკეთესო პარტნიორმა მადლობის წერილი აქტიური და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის დაიმსახურა. ვფიქრობთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ყველა საქვეყნო საქმეში, როგორც ამ შემთხვევაში ოფიციალური ეროვნული სტატისტიკის წარმოებაა. PSP ყოველთვის აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ყველა პროექტსა და საქმიანობას, რომელიც ქვეყნისთვის მნიშნელოვანია. PSP ასევე ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც 1998 წელს მსხვილ გადამხდელთა რიგებში გაერთიანდა და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში“ - აცხადებენ PSP-ში.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს