აჭარაში კლინიკაში 610, კოვიდ სასტუმროში კი 771 პირია მოთავსებული

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 1998 პირი ონლაინ კლინიკაში მკურნალობს.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კოვიდ კლინიკაში 610 და კოვიდ სასტუმროში კი 771 პირი არის მოთავსებული. უწყებაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო, კრიტიკულად მძიმედ მართვით სუნთქვაზე 11 პაციენტი იმყოფება. კლინიკა კი 77-მა პაციენტმა დატოვა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში საერთო ჯამში 45 880 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გასული 24 საათი განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 634 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

























