Bolt Food უკვე ბათუმშია

საკვების მიტანის სერვისი Bolt Food ახლა უკვე ბათუმშია! თბილისის შემდეგ, საყვარელი კერძების, ან სურსათის შეკვეთას უკვე ბათუმის მაცხოვრებლები და დამსვენებლები შეძლებენ.

Bolt Food-ის სერვისი მომხმარებლებისთვის ბათუმის ნებისმიერ უბანშია ხელმისაწვდომი და ყველა შეკვეთა 100%-ით უკონტაქტოა. რაც მთავარია, მთელი თვის მანძილზე Bolt Food-ით მიტანა უფასო იქნება, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლები იხდიან მხოლოდ იმ კერძების, ან სურსათის საფასურს, რაც მათ შეუკვეთეს.

აპლიკაციაში ახალი რესტორნები, მაღაზიები და შეთავაზებები ყოველდღიურად ემატება. დღეს, Bolt Food-ით შეკვეთა ბათუმში ისეთი ობიექტებიდან არის შესაძლებელი, როგორებიცაა: საბვეი, ბარაკონი, მაჭახელა, ვეიმარტი და სხვა. უფასო მიტანასთან ერთად, აპლიკაციაში უამრავი რესტორნის სრულ მენიუზე ფასდაკლების აღმოჩენაც არის შესაძლებელი!

Bolt ესტონური კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს 35 ქვეყანაში 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. Bolt Food პირველად 2019 წლის აგვისტოში შეიქმნა და დღეისათვის ის 50 ქალაქსა და 20 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

საქართველოში Bolt 2013 წელს, ხოლო Bolt Food 2020 წლის დეკემბერში შემოვიდა. დღეს, Bolt Food-ის აპლიკაციით, კერძების და სურსათის გამოძახება თბილისის 600-ზე მეტი ობიექტიდან არის შესაძლებელი, რომლის სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს ქალაქში.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს