ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავარიის დროს გარდაცვლილი მამაკაცი ქვემო ალვანის მკვიდრია, გადარჩენილი ტურისტის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი მამაკაცი სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრია.თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს მანქანაში მძღოლი და ერთი გერმანელი ტურისტი იმყოფებოდა, რა დროსაც მაღალი გამავლობის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შუახნის მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის გადარჩენა შეძლეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

"თუშეთისკენ მიდიოდნენ "ტოიოტას" მარკის მანქანით და ე.წ ბოთლის წყლამდე არ მისულმა ცხვრის ფარას მოარიდა მანქანა და სავარაუდოდ, ამ დროს გამოეცალა გზა. რამდენიმე მეტრის სიმაღლეზეა გადავარდნილი. რაც დავინახეთ მძღოლი,ქვემო ალვანელია და ადგილზე იყო გარდაცვლილი,უცხოელი გერმანელი ტურისტი გოგო კი კარგად იყო,თავის ფეხით გადმოვიდა.ამბობენ, ბავშვიც იყოო, მაგრამ კარგად არისო.მეტი არაფერი ვიცით.ადგილზე პოლიცია,სამაშველო და სასწრაფო მუშაობს.ისე ცუდი გზა არ არის, მაგრამ სახიფათოა და მეტი ყურადღებაა საჭირო. სულ დამეწყრილი ადგილებია და სიფრთხილეა საჭირო",- აცხადებენ თვითმხილველები.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო