“გრინ კაპიტალისა“ და ზაზა მამულაიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

აშშ-ის შტატ ტეხასში, კერძოდ ჰიუსტონში დაფუძნებული ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია - Frontera Resources Corporation, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს, აცხადებს, რომ 3 აგვისტოს „გრინ კაპიტალისა“ და ფრონტერას ყოფილი თანამშრომლის, ზაზა მამულაიშვილის მიერ გამოქვეყნდა წერილი პრესაში, რომელიც უკავშირდება მათ მიერ საქართველოში ფრონტერას ბიზნესის თაღლითური გზით, უკანონოდ მისაკუთრების წარუმატებელ მცდელობას. აღნიშნული წერილი გამოქვეყნდა მათი საერთო ადვოკატის - გიორგი ქიშმარიას მიერ, რომელიც ფორმალურად ამ ორივე მხარეს წარმოადგენს. წერილი შეიცავდა ყალბ პრეტენზიებს და ინფორმაციას საქართველოში ფრონტერას ბიზნესთან დაკავშირებით; აგრეთვე, წერილის ამოცანა იყო მოეპოვებინა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობების მხარდაჭერა მათი თაღლითური ქმედებების მიმართ.

„გრინ კაპიტალი“ წარმოადგენს საეჭვო რეპუტაციის მქონე ქართულ საწარმოს, რომელიც ფრონტერას ყოფილ თანამშრომელთან, საქართველოს მოქალაქე ზაზა მამულაიშვილთან შეთანხმებულად მოქმედებს. “გრინ კაპიტალისა“ და ზაზა მამულაიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ფრონტერასთვის ზიანის მიყენებას. ეს გზავნილი ასევე ცდილობს, საქართველოს მთავრობა წარმოაჩინოს, როგორც აშშ-დან განხორციელებული უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მიმართ მტრულად განწყობილი სუბიექტი. აღნიშნული განცხადება წარმოადგენს სქართველოში ფრონტერას ბიზნესში მავნებლურ ჩარევას, რასთან დაკავშირებითაც ფრონტერამ მიმართა საპასუხო ზომებს.

„გრინ კაპიტალი“ და ზაზა მამულაიშვილი არანაირი ფორმით არ არიან ასოცირებულნი Frontera Resources Corporation-სა და მასთან დაკავშირებულ პირებთან. ისინი არ არიან უფლებამოსილნი, გამოიყენონ ფრონტერას სახელი და ფრონტერას ბრენდი. მეტიც, ისინი არანაირი ფორმით არ არიან დაკავშირებულნი აშშ-ის ინტერესებთან.

2020 წლის აგვისტოში, ფრონტერას დირექტორთა საბჭომ ზაზა მამულაიშვილს მოუხსნა ფრონტერასთან დაკავშირებული ყველა კორპორატიული უფლებამოსილება და შესაბამისად, იგი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. ამის შემდეგ, ფრონტერამ აშშ-სა და საქართველოში ზაზა მამულაიშვილის წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი ქმედებები, იმისათვის, რათა დაეცვა და შეენარჩუნებინა საქართველოში ფრონტერას მიერ დიდი ხნის მანძილზე წარმოებული ბიზნესი.

ამ კონტექსტში, 2021 წლის 11 ივნისს, Frontera Resources Corporation-მა მოიპოვა დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება ტეხასის შტატის, ჰარისის ოლქის 281-ე საოლქო სასამართლოში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ზაზა მამულაიშვილსა და მასთან აფილირებულ კომპანია „გრინ კაპიტალს“ უკრძალავს 1) საქართველოში ფრონტერას აქტივების განკარგვას, 2) ფრონტერასთვის ნებისმიერი ფორმით კონკურენციის გაწევას და 3) ნებისმიერი საოპერაციო ქმედების განხორციელებას, რაც დაკავშირებულია საქართველოში ფრონტერას ბიზნესთან. აშშ-ში სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ექსტრაორდინალურია და საჭიროებს მტკიცების მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილებას, რაც შეძლო ფრონტერამ. სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან მიიჩნია, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობა და აღუსრულებლობა განაპირობებდა ფრონტერასათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას. შესაბამისად, ზაზა მამულაიშვილმა, „გრინ კაპიტალმა“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა უნდა შეწყვიტონ და თავი შეიკავონ ფრონტერასა და მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედებისგან. ამასთან, მიმდინარე წლის 14 ივლისს, ფრონტერამ განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს ზაზა მამულაიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით. ფრონტერას განზრახვაა, რომ ზაზა მამულაიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა პასუხი აგონ სისხლისსამართლებრივი წესით საქართველოში მათ მიერ ფრონტერას წინააღმდეგ განხორციელებული ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის.

ფრონტერა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, რათა იგი დაუბრუნდეს ოპერირების სრულყოფილ რეჟიმს და ამავდროულად აფასებს საქართველოს მთავრობის კონსტრუქციულ მხარდაჭერას.

სარედაქციო შენიშვნები:

1996 წელს აშშ-ს შტატ ტეხასში, კერძოდ ჰიუსტონში დაფუძნებული კომპანია - Frontera Resources Corporation არის დამოუკიდებელი საწარმო, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კვლევა-ძიებისა და წარმოების კომპანია, რომლის საქმიანობაც უკავშირდება ნავთობის მოძიების ხელსაყრელი პირობების იდენტიფიცირებასა და ბიზნესის განხორციელებას აშშ-სა და შავი ზღვის რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპის განვითარებად ბაზრებზე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო