"ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენის" გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს

"ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენის" გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს.

ქალბატონ ნათია თურნავას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს

ქალბატონო მინისტრო,

მსურს გამოვეხმაურო თქვენს დღევანდელ საჯარო განცხადებას და მთელ რიგ უზუსტობებს, რაც ნებსით თუ უნებლიეთ განაცხადეთ.

მე დღემდე გახლავართ ფრონტერა რისორსის კორპორეიშენის ყველაზე დიდი აქციონერი და კრედიტორი, ასევე ვარ ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენის გენერალური დირექტორი, სწორედ ეს კომპანია იყო სახელმწიფოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულების მხარე 1997 წლიდან 2021 წლის მარტამდე, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გრინ კაპიტალმა ჩაანაცვლა იგი, როგორც კონტრაქტის მხარე. ასევე გახლავართ ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენის საქართველოს ფილიალის გენერალური დირექტორი და ბოლოს, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი საოპერაციო კომპანიის, ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას გენერალური დირექტორი და კრედიტორი.

ახლა რაც შეეხება ფრონტერა რისორსის კორპორეიშენს და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც სამწუხაროდ მართლაც ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ეყრდნობით.

ვფიქრობ თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ სტოქჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟის 2020 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით და კაიმანის კუნძულების სასამართლოს დიდი პალატის 2020 წლის მაისის გადაწყვეტილებით, ფრონტერა რისორსის კორპორეიშენი უკვე წელიწადზე მეტია აღარ ფლობს ინტერესს (აქციებს) არც ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენში, რომელიც საქართველოში პროდუქციის წილობრივი განაწილების კონტრაქტის მხარე იყო მიმდინარე წლის 31 მარტამდე და შესაბამისად არც წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელ საოპერაციო კომპანია ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში.

როცა ბრძანებთ, რომ „ამერიკულ“ ფრონტერასთან კონსტრუქციულად თანამშრომლობით და ითხოვთ, რომ მათ გაითვალისწინონ თანამშრომლების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების დაფარვა, კარგი იქნებოდა თქვენს ხელქვეითებს მოეხსენებინათ თქვენთვის, რომ ამ დავალიანებას საოპერაციო კომპანია ფრონტერა ისტერ ჯორჯია, 2020 წლის ბოლოდან რეგულარულად ისტუმრებს, სწორედაც გრინ კაპიტალიდან მოზიდული ინვესტიციებით. ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება თუკი თქვენდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციები შეწყვეტენ უკანონო ქმედებებს და მისცემენ ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას საშუალებას იმუშაოს მუქარის, ზეწოლის და ხელისუფლების მიერ კერძო საკუთრების ექსპროპრიაციის გარეშე.

და ბოლოს, როგორც უკვე მოგახსენეთ მე ვარ ფრონტერა რისორსის კორპორეიშენის

ყველაზე დიდი აქციონერი კრედიტორი. გასული წლის ბოლოს მე მივმართე კომპანიას, რომ დაეფარათ ჩემს მიმართ არსებული საკმაოდ დიდი დავალიანება, მათგან მიღებული უარის გამო კი მივმართე აშშ-ში ჰიუსტონის სასამართლოს, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს. სწორედ ეს სასამართლო დავა გახდა მათი მხრიდან ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელების მიზეზი.

ქალბატონო მინისტრო, მზად ვარ შეგხვდეთ თქვენთვის სასურველ დროს, წარმოგიდგინოთ ამ წერილში მოყვანილი ფაქტების ყველა დამადასტურებელი დოკუმენტაცია და კონსტრუქციულად მივაღწიოთ შეთანხმებას, რაც პროექტის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

პატივისცემით

ზაზა მამულაიშვილი

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია