კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია კავკასიის უნივერსიტეტში

კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ტრადიციული ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ამილახვარი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, პარლამენტის წევრი, რიმა ბერაძე, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი, საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დიმიტრიოს კარაბალისი და მოწვეული სტუმრები ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და საბერძნეთიდან.ღონისძიების ფარგლებში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ ფილოლოგს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, მზექალა შანიძეს, ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, სიუ ჰენდერსონს, ქეჯის ბიზნესის სკოლის ვიცე პრეზიდენტს განვითარების მიმართულებით, სანტიაგო გარსიას, ევროპის საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორს, სპირიდონ ფლოგაიტისს.

კურსდამთავრებულებს სიტყვით კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ მიმართა და უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა:

„ გილოცავთ, დღეს არის ძალიან დიდი დღე თქვენთვის რადგან თქვენ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი გაიარეთ და უკვე კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გქვიათ, რაც ძალიან საამაყოა. ეს ურთულესი წელი იყო როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენთვის, მაგრამ ვერაფერმა გავლენა ვერ მოახდინა იმაზე, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად ჩატარებულიყო, რადგან სწავლა ყველაფერზე მაღლა დგას და ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ შევძელით და გადავლახეთ ყველა სირთულე, გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენთვის მაქსიმუმი მოგვეცა. ეს ქვეყანა თქვენია, სწორედ თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი და დარწმუნებული ვარ შეძლებთ და გაცილებით უკეთეს სახელმწიფოს ააშენებთ. არასოდეს დანებდეთ, მერწმუნეთ, ყველაფერს მიაღწევთ რაც ჩაიფიქრეთ თუ ამისთვის იბრძოლებთ და იშრომებთ რადგან არ არსებობს წარუმატებლობა თუ თავად გინდა, იყო წარმატებული.“

სიტყვით მიმართა სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ:

„ეს არის დღე, როცა თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება, თქვენ ხართ ის ფუნდამენტი რომელზეც ჩვენმა ქვეყანამ თავისი ევროპული მომავალი უნდა ააშენოს. ჩემთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელია რომ მომეცა დღეს შესაძლებლობა მოგმართოთ სიტყვით, რადგან ამ უნივერსიტეტში წლების განმავლობაში ვიყავი ასოცირებული პროფესორი, შესაბამისად ბევრი მოგონება მაკავშირებს მასთან. გახსოვდეთ, რომ იქნება უამრავი გამოწვევა, ბევრი სირთულე, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, არ შეუშინდეთ შეცდომების დაშვებას, რადგან შეუძლებელია ამის გარეშე გადადგა ცხოვრებისეული ნაბიჯები და მიიღო მნიშვნელოვანი გამოცდილება.“

აუდიტორიას სიტყვით მიმართეს მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის ელჩებმა და სკოლების დეკანებმა. მათ სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

ღონისძიება სახელმწიფოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.

დიპლომების გადაცემის ცერემონიალი ტრადიციულად ქუდების აყრით და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა