Colliers Georgia Mining and Minerals ერთი წლის საქმიანობის შედეგებს აჯამებს

Colliers Georgia Mining and Minerals ერთი წლის საქმიანობის შედეგებს აჯამებს

ერთი წელია, რაც ქართულ ბაზარზე კოლიერსისა და Mining and Minerals Solutions-ის ერთობლივი პროდუქტი დაინერგა. კომპანია, რომელიც Colliers Georgia Mining and Minerals-ის სახელით ოპერირებს, კლიენტებს ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაციასთან და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ფართო სპექტრის სერვისებს სთავაზობს.

ცალკეულ სექტორებში საინვესტიციო შესაძლებლობების გამოვლენისა და პირველადი ინფორმაციის ანალიზის შემდეგ, კომპანია თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებთან და ეხმარება მათ საქმიანობის ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაში, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებსა და საინვესტიციო რისკების ანალიზში.

ერთწლიანი საქმიანობის შედეგად, Colliers MMS-ის გუნდის სახელზე არაერთი წარმატებული პროექტია. მათი მხარდაჭერით საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში პერსპექტიული სალიცენზიო უბნების გამოვლინების მიზნით ჩატარდა გეოლოგიური და ტექნიკური სამუშაოები, რის შედეგადაც დაინტერესებულ კომპანიებს სხვადასხვა სახეობის რესურსზე გაეზარდათ ხელმისაწვდომობა.

Colliers Georgia Mining and Minerals-ის სერვისის საშუალებით, საქმიანობა გააფართოვა სამშენებლო მასალების მოპოვება-გადამუშავებით დაკავებულმა კომპანია „აემსიმ“ და საწარმოო წარმადობის გაზრდის წარმატებული პრეცენდენტი შექმნა. კომპანიამ Colliers MMS-ის გუნდის მხარდაჭერით შეისწავლა მის მფლობელობაში არსებული საბადო და მარაგების სიმძლავრე გაასამმაგა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება საწარმოს შემოსავლიანობასა და მოგებაზე.

კომპანია არ სჯერდება ერთწლიან წარმატებულ სტარტს და კვლავ განაგრძობს პროაქტიულ მუშაობას. ამჟამად Colliers MMS-ის გუნდი წინასწარი კვლევებით უზრუნველყოფს რამდენიმე მულტინაციონალურ კომპანიას, რომლებიც საქართველოს ბაზარზე შემოსვლას მოიაზრებენ. კომპანიებს შორის არიან კარგი რეპუტაციისა და ტექნიკური გამოცდილების სამთო-მომპოვებელი ორგანიზაციები, რომლებიც იმავდროულად პოზიტიურ გავლენას მოახდენენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდისა და ინდუსტრიის შემდგომი განვითარების პროცესში.

საკონსულტაციო სერვისების პარალელურად, Colliers MMS-ის გუნდმა დანერგა და განავითარა არააქტიური ლიცენზიების მართვის მოდელი, რაც ე.წ. “გაჩერებული” კარიერების ეფექტიან მენეჯმენტს გულისმობს. ამჟამად, კომპანიის პორტფელშია მყარი სასარგებლო წიაღისეულისა (კირქვა, ტუფი, გრანიტი, ინერტული მასალები) და მიწისქვეშა წყლების ხუთი კერძო საბადო. გეგმაშია ანალოგიური კარიერების იდენტიფიცირება და შემდგომში მათი სხვადასხვა ფორმით დაინტერესებულ ჯგუფებზე გასხვისება/უტილიზაცია.

სამთო-მომპოვებელი ინდუსტრიის სერვისების გარდა, კომპანია გარემოსდაცვითი საკითხების მაღალკვალიფიციურ სერვისსაც გასცემს. აღნიშნული მომსახურების ჭრილში, Colliers MMS-ის ერთ-ერთი კლიენტია მოსაპირკეთებელი ქვების მოპოვება-გადამამუშავებელი ერთ-ერთი ლიდერი - “ზოდი” ჯგუფის შვილობილი კომპანია შპს “ლაიმსტოუნი”, რომელიც ქართული კირქვის მოპოვებას და შემდგომში უცხოურ ბაზრებზე ექსპორტს უახლესი ტექნიკური მიდგომით, უნარჩენო ტექნოლოგიითა და გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით განახორციელებს.

#GreenConsulting მომსახურება გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული კვლევების ფართო სპექტრს მოიცავს: გარემოზე ზემოქმედების კვლევა გარემოსდაცვითი აუდიტი/საქმიანობის ანალიზი, გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილებები, მარეგულირებელი და საკანონმდებლო შესაბამისობა, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

კომპანიის მთავარი მისიაა მომხმარებელისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მათი კომერციული ინტერესებისთვის ადაპტირებული სერვისების შეთავაზება. ბიზნეს პროცესების სიმარტივე, საინვესტიციოდ მიმზიდველი და კომერციულად მომგებიანი ოფციებისა და რეკომენდაციების შეთავაზებით კომპანიებს აქვთ საშუალება დააჩქარონ წარმატება და აკეთონ ბიზნესი პასუხისმგებლობით - გარემოსდაცვითი და სოციალური წინასწარი რისკების ანალიზის საფუძველზე.

mm.colliers.ge | +995591222227 | maia.zavrashvili@colliers.ge

(R)