ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრში მობილიზებულია ამცრელი ჯგუფი, ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუფერხებლად შეუძლიათ.
მათივე ინფორმაციით, იმუნიზაციის პროცესს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ზაალიშვილთან და ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრის მენეჯერთან ირაკლი დიასამიძესთან ერთად გაეცნო.
COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით, ბორჯომის „ჯეო-ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს.

























