საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ, გიორგი თევდორაშვილმა ფიცი დადო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად განმწესებულმა მოსამართლემ, გიორგი თევდორაშვილმა საზოგადოებისა და კოლეგების წინაშე ფიცი დადო.
ფიცის დადების ცერემონიალზე მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მართლმსაჯულების განვითარებაში წვლილს შეიტანს.
მან ასევე, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომლის გადაწყვეტილებით ჩემი განწესება მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსამართლის პოზიციაზე. მომეცა შესაძლებლობა, ვემსახურო ძალიან საპასუხისმგებლო მისიას. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების საქმეში და იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია უკანასკნელი წლების მანძილზე დემოკრატიის სადარაჯოზე", - განაცხადა მან.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება. გიორგი თევდორაშვილმა კი თამაზ ცაბუტაშვილი ჩაანაცვლა, რომელსაც მოსამართლეობის ვადა საკონსტიტუციო სასამართლოში ამოეწურა.

























