ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ნომრების გადანაწილების თაობაზე სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართება.
დღევანდელ შეხვედრაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მონაწილეობს.
"დღეს ნომრების განაწილება უნდა მოხდეს იმ პარტიებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. პარტიების ნაწილმა, რომელთაც აქვთ ე.წ. კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, უკვე აიღეს ნომრები, ხოლო დანარჩენ პარტიებს, რომლებსაც არ აქვთ სტატუსი, დღეს მივიღებთ ჩვენს ნომრებს. დღეს უნდა ამოვიღო ნომერი და ვნახო, რა ნომრით გავალთ არჩევნებზე",-განაცხადა ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, მან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესის დატოვება შეაფასა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი სავარაუდოდ ის იყო, რომ პროცესის მიმართ მაღალი ნდობა არ არსებობს.
"საკონსულტაციო ჯგუფის მთელი აზრი იყო ის, რომ ნდობა უნდა დაბრუნებოდა ამ ინსტიტუტს. ეს ის არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებით თემატიკაზე მუშაობენ. მათ ჩათვალეს, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არ სარგებლობს სანდო რეპუტაციით და მთავრობასთან არიან აფილირებული",-განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს „საერთაშორისო გამჭვირვალობა" და „სამართლიანი არჩევნები" ტოვებენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"