შოთა ნარეკლიშვილმა და არჩილ თხლაშიძემ დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, მალე დადგება ის დღე, როდესაც აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიან, გაერთიანებულ საქართველოში ვიცხოვრებთ.
„დღეს ყველა ქართველისთვის ტკივილიანი დღეა. კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი იმ გმირების ხსოვნას, რომელთაც ჩვენი სამშობლოსა და მომავლისათვის თავი გაწირეს. რუსეთს საქართველოს 20% ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს, თუმცა მე ღრმად მწამს, რომ მალე დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიან, გაერთიანებულ საქართველოში ვიცხოვრებთ“, - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა.

























