ფრიდონ ფუტკარაძემ გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო

ფრიდონ ფუტკარაძემ გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო

აჭარის მუნიციპალიტეტებში, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ფრიდონ ფუტკარაძემ და ანზორ ბოლქვაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გმირების საფლავები, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.

„ომს აჭარიდან 17 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ორი ხულოს მუნიციპალიტეტიდან - ბეღლეთელი ნადიმ ართმელაძე და ირემაძეებელი - მერაბ ჭელიძე. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.