უამინდობამ გორში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ გორი დააზარალა. ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა.
"დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა ძლიერი ქარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ქალაქის ტერიტორიაზე მოტყდა რამდენიმე ხე და რამდენიმე მრავალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე უკვე სწავლობენ ვითარებას, სპეციალური კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და უმოკლეს დროში დაიწყება დაზიანებული სახურავების დემონტაჟის და აღდგენის სამუშაოები", - განაცხადა გორის მერმა.

























