ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები 15 აგვისტოდან ​აიცრებიან

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები 15 აგვისტოდან ​აიცრებიან

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, აჭარაში ვაქცინაციის პროცესი ფართოვდება და Covid-19 საწინააღმდეგო აცრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იქნება შესაძლებელი.

მათივე ინფორმაციით, 15 აგვისტოდან სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულების ლექტორ-მასწავლებლებს და აქ დასაქმებულ პირებს, საშუალება ექნებათ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყოფილ ამცრელ კაბინეტებში ჩაიტარონ ვაქცინაცია „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით.

„აჭარაში, ბოლო 24 საათში 2000-ზე მეტი ადამიანი აიცრა კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინით. აჭარაში სულ 74 000-მდე ვაქცინაა ადმინისტრირებული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შესაბამისი გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე იქნა მიღებული.