უამინდობამ გორში პრობლემები შექმნა

უამინდობამ გორში პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქალაქში 2 კორპუსს ახადა სახურავი და წაქცეულია სამი ხე.
მომხდარის გამო, არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილებზე გორის მერიის შესაბამისი უწყების, კეთილმოწყობის სააგენტოს და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. უამინდობამ გორში პრობლემები გუშინაც შექმნა.
„გორის მერია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ძლიერი ქარის გამო შექმნილი პრობლემები დროულად აღმოიფხვრას და მოგვარდეს”, - აცხადებენ გორის მერიაში.

























