ქართული ღვინის კიდევ ერთი აღიარება - „თბილღვინო“ საერთაშორისო კონკურსებზე 47 მედლით დაჯილდოვდა

ქართული ღვინის მორიგი აღიარება საერთაშორისო მასშტაბით - კომპანია „თბილღვინო“ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე International Wine Challenge 2021- ზე 21, Decanter 2021-ზე 18, ხოლო International Wine & Spirits Competition 2021-ზე კი 8 მედლით დაჯილდოვდა.

უფრო კონკრეტულად, ნაფარეულმა (2016) და განსაკუთრებულმა მარაგმა მუკუზანმა (2018) International Wine & Spirits Competition-ზე მნიშვნელოვანი აღიარება ოქროს მედლები მიიღეს. ორივე სახეობის ღვინო „თბილღვინოს“ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და აღიარებულ პროდუქციას წარმოადგენს, რომელიც როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მომხმარებელმა შექმნიდან მალევე შეიყვარა. Decanter, IWC და IWSC ღვინის საერთაშორისო, ყველაზე გავლენიანი და უმნიშვნელოვანესი კონკურსებია, ათწლეულების განმავლობაში ყოველ წელს გამართულ ამ კონკურსებზე ღვინოს საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო კონკურსებზე დიდი წარმატება მოიპოვა „თბილღვინოს“ ახალმა ღვინოებმა, რომელიც მომხმარებელმა ცოტა ხნის წინ გაიცნო. ამბერ ქისი IWC-სა და IWSC-ს ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა, ამბერ რქაწითელი კი IWC-ს ბრინჯაოთი და IWSC-ს ვერცხლით.

„თბილღვინო“ წლებია, ქართული ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციასა და ქართული ვაზის უნიკალურ ჯიშებს მსოფლიოს აცნობს. კომპანია იყენებს ღვინის წარმოების ტრადიციულ და უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამის მეთოდებს, რაც უმაღლესი ხარისხისა და განსაკუთრებული გემოვნური თვისებების პროდუქტის მიღებას უზრუნველყოფს.

ბოლო წლების განმავლობაში, ქარვისფერი ღვინო მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქარვისფერი ღვინის დაყენების ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის და ყურძნის კანისა და წვენის ერთდროულად დავარგების უნიკალურ მეთოდს უკავშირდება. ამბერ რქაწითელი და ამბერ ქისი ახალი, “თბილღვინოს” ვენახებში 2020 წლის მოსავლისგან დაყენებული ახალი ღვინოებია, რომელთა მომზადების დროული და ქრონოლოგიური პროცესები სიფრთხილითა და კონტროლით მიმდინარეობს. IWC და IWSC ღვინის მნიშვნელოვანი კონკურსებია, სადაც ღვინის ხარისხს საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს. „თბილღვინოს“ წარმატება საერთაშორისო კონკურსებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და უფრო მეტად აღიარებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. საერთაშორისო კონკურსებში მონაწილე სახელგანთქმულმა ექსპერტებმა და ღვინის ენთუზიასტებმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან გაიცნეს ქართული ღვინის დამზადების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და დააგემოვნეს ქართული ღვინო.

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინო“ 1962 წელს დაარსდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო გახდა. 1999 წლიდან კომპანიის სათავეში ძმები ზურაბ და გიორგი მარგვე­ლაშვილები არიან. მათ ღვინის წარმოება ახალ ეტაპზე გადაიყვანეს, დანერგეს ხარისხის ახალ სტანდარტები, რომელიც ემსახურებოდა ტრადიციების შენარჩუნებასა და ამავდროულად, სიახლეების შემოტანას.

დღეს, „თბილღვინო“ 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია კახეთის რეგიონში 306 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ ვენახებს ფლობს და უძველესი ქართული ვაზის ჯიშების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო