შერჩეული მიწის ნაკვეთი ბათუმის ახალ ცენტრში (R)

ბათუმის ერთ-ერთ უკანასკნელ ვაკანტურ მიწის ნაკვეთზე შეთავაზებების მიღება სრულდება. უძრავი ქონება ახალ ბულვარში, ფიროსმანის #13-ში მდებარეობს
და სამი მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შედგება ჯამური ფართობით 12,431კვ.მ. მისი ზომა და პარამეტრები მასშტაბური მონო ან შერეული გამოყენების დეველოპმენტის განვითარების საშუალებას იძლევა.
აქტივს აქვს პირდაპირი წვდომა ზღვასთან და ახალ ბულვართან, რაც შემოგარენ არეალს ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ უბნად აყალიბებს. ვაკანტური ლოტის სიახლოვეს დაგეგმილია 72-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის, West Tower-ის მშენებლობა, რომელიც არა მხოლოდ ბათუმში, არამედ მთელ კავკასიაში ყველაზე მაღალ შენობად ანონსდება. პროექტის მიხედვით თაუერსის სიმაღლე 242 მეტრს მიაღწევს და სასტუმროს, აპარტამენტებს, ბიზნესცენტრს, სავაჭრო ცენტრს, ავტოსადგომსა და სარეკრეაციო ზონას გააერთიანებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 150 მლნ აშშ დოლარია.
ბათუმის ერთ-ერთი უკანასკნელი ვაკანტური მიწის ნაკვეთის შემოგარენში სხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტებიც გვხვდება, მათ შორის: ახლად აშენებული, უეფას IV კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი სტადიონი და შერეული გამოყენების დეველოპენტები - ალიანს ცენტროპოლისი, ორბი სიტი და ორბი ზღვის თაუერსი. მულტიფუნქციური ხასიათი შემოგარენს ტურისტულ მიზიდულობის ცენტრად აპოზიციონირებს და საინვესტიციოდ საკმაოდ მიმზიდველს ხდის აქტივს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის შერჩეული პროექტი - ფიროსმანის #13 კოლიერსმა ბაზარზე პროექტ ინვესტინის ფარგლებში გამოიტანა. ამ ეტაპზე აქტივზე შეთავაზებებისა და კომერციული წინადადებების მიღება აქტიურად მიმდინარეობს, შეთავაზებების მიღების 2 თვიანი ვადა 31 აგვისტოს იწურება.
Investin.ge | 032 2 220 322 | contact@investin.ge
(R)
























