საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს 50 000-ლარიან გრანტს სთავაზობს

წელს პირველად, საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უპრეცედენტო, 50 000 ლარიან გრანტს სთავაზობს. ფულად ჯილდოს მიიღებენ ის აბიტურიენტები, რომლებიც მათემატიკაში დააგროვებენ 190 და მეტ საკონკურსო ქულას, ხოლო ისტორია/გეოგრაფიაში - 180 ქულას და მეტს.
„მსოფლიოში არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ განსაკუთრებით ნიჭიერი აბიტურიენტები დაგვეჯილდოებინა, მაშინ როდესაც მათ ასეთ რთულ პერიოდში უწევთ უნივერსიტეტის შერჩევა. ვთვლით, რომ ამ ნაბიჯით მეტად წავახალისებთ აბიტურიენტებს და საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში ვპირდებით მათ, რომ სწორედ აქ ექნებათ მაღალი ხარისხის განათლების მიღების საშუალება, ბევრი უნიკალური შესაძლებლობა და დაუვიწყარი სტუდენტური წლები. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებთ წარმატებას, ცხოვრების ახალ და საინტერესო გზაზე“, - რექტორი, კონსტანტინე თოფურია.
გრანტით გათვალისწინებული თანხები, შემდეგნაირად გადანაწილდება:
1 ადგილი - 10.000 ლარი
2 ადგილი - 7000 ლარი
3 ადგილი - 5000 ლარი
4,5,6,7,8,9,10 ადგილები - 4000 ლარი 
(R)
























