გურჯაანში უბედურ შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა

გურჯაანში უბედურ შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა

გურჯაანში უბედურ შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გზის პირას მდებარე ჭაში წყლის სისტემის ჩასართავად ჩასული 62 წლის მამაკაცი უჟანგბადობის გამო ადგილზევე დაიღუპა. დასახმარებლად შვილი ჩავიდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვლა.