ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ კოხტის ახალაშენებულ საჯარო სკოლაში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოხტის ახალაშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც ინვენტარით აღჭურვის ეტაპზეა.

მთავრობის მეთაური ადგილზე შესრულებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და განათლებისა და მეცნიერების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თანამედროვე სტანდარტების შენობაში, რომელიც 90 მოსწავლეზეა გათვლილი, 9 საკლასო ოთახი და 1 ლაბორატორიაა განთავსებული.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სკოლის ეზო, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 30 აგვისტოს იგეგმება. პროექტის ღირებულება 1 782 350 ლარს შეადგენს. სოფელ კოხტაში, ახალი სკოლა, როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი. 2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ და 64 სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში შეხვდებიან.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, ახალაშენებულ სკოლაში ასევე იმყოფებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში შოთა რეხვიაშვილი.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია