გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ჭანდარში გურჯაანის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს საზამთროს გასაყიდ ჯიხურთან მდგარ მამა-შვილს დაეჯახა. შედეგად 42 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამა სხეულის მრავლობითი დაზიანებებით „ჯეოჰოსპიტალსში“ მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

























