„თბილისი ენერჯიმ“ მასშტაბური ვიდეო კამპანია - „აცრა გვიცავს კოვიდით სიკვდილისგან“ დაიწყო

კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ ვაქცინაციის მასშტაბური ვიდეო კამპანია დაიწყო. რამდენად წარმატებით მიმდინარეობს პროცესი და როგორ იმუშავებს კომპანია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ამ თემაზე „ინტერპრესნიუსი“ შპს „თბილისი ენერჯის“ გენერალურ დირექტორს, მამუკა კობახიძეს ესაუბრა.

- როგორც ცნობილია, კომპანია „თბილისი ენერჯიმ” ვაქცინაციის მასშტაბური კამპანია დაიწყო. რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ეს პროცესი?

- პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, რადგან დაახლოებით 2 ათასამდე თანამშრომლიდან 45 პროცენტი უკვე აიცრა. ისინი აცრაზე ყოველდღიურად რეგისტრირდებიან. ამის პარალელურად, დავიწყეთ მასშტაბური ვიდეოკამპანია- სოციალურ ქსელებში, თანამშრომლები „სელფ“ ვიდეოებით მოუწოდებენ და ურჩევენ მოქალაქეებს, ჩვენს აბონენტებს, რომ დავიცვათ ერთმანეთი კოვიდისგან და ავიცრათ. „თბილისი ენერჯი” სწორედ ის კომპანიაა, რომელსაც აბონენტებთან შეხება ხშირად უწევს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენთვის ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების, აბონენტების უსაფრთხოება მთავარია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი უარყოფითი კომენტარი ვრცელდება ანტივაქსერებისგან, თუმცა მაინც ვცდილობთ, ყურადღება არ მივაქციოთ, ემოციებს არ ავყვეთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ-ვაქცინა გვიცავს კოვიდ სიკვდილისგან.

-არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების სრულად დაცვა და ასრულებს თუ არა კომპანია?

-„თბილისი ენერჯი“ ერთ-ერთი პირველია, ვინც დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელების მოწოდებას შეუერთდა. იმის გამო, რომ შესაძლოა, რომელიმე აბონენტი რისკ-ჯგუფში იყოს ან კოვიდინფიცირებული სახლში გადიოდეს მკურნალობის კურსს, კომპანიას ჰყავს ჯგუფები, რომლებიც უშუალოდ ასეთ აბონენტებს ემსახურებიან. უკვე წელიწად ნახევარია ეს ჯგუფი არსებობს და დღეში დაახლოებით 5-6 გამოძახება უწევს. იმის გამო, რომ სპეციალისტების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სრულად ვასრულებთ, წელიწად ნახევრის განმავლობაში ინფიცირების მზარდი შემთხვევები არ ყოფილა.

-რა ფორმით და როგორ გაუწევს კომპანია „თბილისი ენერჯი“ მოქალქეებს მომსახურებას?

-კომპანია დისტანციურ მომსახურებაზეა გადასული. არის სფერო, რომელიც შეგვიძლია დისტანციურ მომსახურებაზე დავტოვოთ, თუმცა, ასევე არის გარკვეული მიმართულებები და პროცესები, რომელიც დისტანციურად ვერ განხორციელდება, როგორიც არის მაგალითად, ცხელი ხაზი ან სწრაფი რეაგირების სამსახურის -114-ის გამოძახება. ხელმძღვანელობა და დეპარტამენტის უფროსები პირველები ავიცერით და ამით სხვებს მაგალითი მივეცით. მაქსიმალურად დისტანცირებულად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი შემცირდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა